ასეთი დისკრიმინაცია კომუნისტების დროს არ მინახავს!- რა კარგი იყო კომუნისტების ეპოქა… -რუსუდან კოტაშვილი

ახლა ვზივარ და ვფიქრობ: რა კარგი იყო კომუნისტების ეპოქა, აღდგომასაც ვხვდებოდით, საფლავებზე გასვლასაც არავინ გვიშლიდა. კომუნისტები უღმერთოები იყვნენო…

კი ბატონო, ათეიზმს ქადაგებდნენ, მაგრამ ქრისტეანულად კი იქცეოდნენ, ამათ კი მორწმუნეებად მოაქვთ თავი და სასაფლაოზე არ გვიშვებენ. უფრო მეტიც – ტრანსპორტიც კი გადაგვიკეტეს! ? არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო… 4 მაისიდან გაიხსნება სასაფლაოსკენ მიმავალი გზებიო და ეტყობა, მანქანის მფლობელთათვის ხსნიან ამ გზებს, რადგან მე ბედშავს, რადგან მანქანა არ მყავს, ჩემი წინაპრების საფლავს ვერ მოვინახულებ., ჩემთვის და ჩემნაირებისთვის საფლავების მონახულების მომდევნო დღეები დააწესეს (10 დღის შემდგომ). აი, როგორ გაჰყვეს საზოგადოება, გახლიჩეს და თუ წამოგცდება, რომ ის დრო უკეთესი იყო, ჩაგქოლავენ! ყველაფერი შედარებითია და
დიახ, ასეთი დისკრიმინაცია კომუნისტების დროს მე არ მინახავს!
ახლა სხვა: გამოაცხადეს ორ კვირიანი არდადეგები – სახლებში ისხედითო! თითქოს სამსახურის გარდა ადამიანი სხვაგან არ დადის! რით უნდა გადაადგილდნენ ადამიანები, რომლებსაც კერძო ტრანსპორტი არ ჰყავთ? იქით კვირაში ორჯერ მიწევს ვიზიტი კბილის ექიმთან – ნეტავ რით უნდა წავიდე? დიდი გზაა, ტაქსი 10 ლარზე ნაკლებს არ მომთხოვს ერთ გზას (თუ მეტი არა), ანუ ორი გზა 20 ლარია, ოთხი კი 40. ჯერ თვლა არ ამრევია და ერთ კვირაში 40 ლარი მარტო გზაში, ჩემთვის დიდი ფულია. ამასთან, მარტო ექიმთან ვიზიტის გამო ხომ არ გადიხარ სახლიდან?…
ნეტავ ვის ტვინში იხარშება ასეთი “გამოგონებები”? როცა ევროპაში არსად ტრანსპორტი არ გაუჩერებიათ, ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროსაც! “მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო”, არ მეგონა ეს ქართველზე თუ გავრცელდებოდა, რაღაც სხვა ჯიგარი იგრძნობოდა აქ ყოველთვის, მაგრამ გადაგვარდა ქართველიც… ისე გაიყიდა, როგორც უკანასკნელი მეძავი… ამას წინათ მისაყვედურეს, რუსეთს თუ რამ კარგი აქვს, არ აღნიშნოო, ეს პროპაგანდა არისო… არც რუსულ ვაქცინაზე ამოიღო ხმაო, შენ ხომ მაინც არ იკეთებ აცრას და სხვა რად გენაღვლებაო? არც დასავლეთზე თქვა ცუდიო, რომ ჰქონდეს ბევრი მავნე თვისება, არ უნდა დაწერო, ეს ანტიდასავლური პროპაგანდა არისო. ასე გვაწყვეტინებენ ხმას თანდათანობით ქართველებს მასონთა მიერ მოსყიდული ქართველად წოდებული ჩვენი მოქალაქეები, თუმცა მათ ქართული არაფერი სცხიათ, ესენი ქართველთ მოძულე ანტიქართველები არიან, რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ (ბევრს) თუ რა მძიმე ცოდვაში გაეხლართნენ!… არადა, ცხოვრება უნდათ და სხვაგვარად ვერც მოიქცევიან….ჩვენ კი, ქართველებმა, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ერთხელ და სამუდამოდ ამ ვაკჰანალიას წინ უნდა აღვუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთს – სამშობლოს დავკარგავთ და მერე მიდი და სდიე შენ ვინ ქართველია და ვინ – არაქართველი…
ამ აღდგომა დღეს ძალიან მძიმე პოსტი გამომივიდა, მაგრამ “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”…
ქრისტე აღდგა, ქართველებო! გაიღვიძეთ!

რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი