როდის აღარ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება

დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება მაშინ გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა ადამიანების ქცევებზე გადის და ჩვენ რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი პირბადის ტარების წესი უნდა დავიცვათ.

„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, ანუ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

“პრაიმტაიმი”