ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
საოცარი იყო სააღდგომო ეპისტოლე ჩვენი პატრიარქის.
ვისაც უნდა გაიგოს პასუხი კითხვაზე – რა უბედურებასთან გვაქვს საქმე, წაიკითხოს!
“ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.”-ილია მეორე
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენ პატრიარქს!
გონი და სულიერი სიმტკიცე, ბრძოლისუნარიანობა და ურთიერთსიყვარული ქართველ ხალხს!
ქრისტე აღსდგა!