სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში წყალდიდობის შედეგად

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა მოულოდნელად მოვარდნილი წყალდიდობის შედეგად დასავლეთ ავღანეთის ჰერათის პროვინციაში.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლის, ჯაილანი ფარჰადის ცნობით, მოვარდნილმა წყალმა 3 მაისის საღამოს ადრასკანის ოლქში სამი ბავშვი ემსხვერპლა. ორის სხეული ამ დრომდე ვერ იპოვეს.

დასავლეთ ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია ორი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა. სეზონური წყალდიდობები ქვეყანაში სახლების ნგრევას, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და ფერმერული მეურნეობების განადგურებას იწვევს.

აგვისტოში მომხდარმა წყალდიდობამ ავღანეთში 150 ადამიანი იმსხვერპლა და 13 პროვინციას მიაყენა დიდი ზარალი.

წყარო: ptn.ge