მექსიკის დედაქალაქში მეტროს ხიდი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა მეხიკოში, მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულია 70-ზე მეტი.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია გამოიწვია ხიდის ერთ-ერთი საყრდენის დაზიანებამ. ნანგრევებში მოყვა რამდენიმე ავტომობილი. სამაშველო სამუშაოები გარკვეული პერიოდულობით ჩერდებოდა კონსტრუქციის მთლიანად ჩამოშლის საფრთხის გამო.

გამოცემა El Universal-ის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია შიშობდა, რომ ხიდი დაინგრევა, რადგან 2017 წლის მიწისძვრის შემდეგ საყრდენებს ბზარები გაუჩნდა.

წყარო: bm.ge