2019 დამიწერია. იგივეს ვფიქრობ!
***
წლების წინ, ერთმა ამერიკელმა, რომელსაც მაისურზე ეწერა 100% ამერიკული სისხლი მაქვსო, დაქადნებით მითხრა:
– მე თავისუფალი ვარ… რასაც მინდა იმას გავაკეთებ!
თუ მინდა ქუჩაში შიშველი გავივლი და ხმას არავინ გამცემსო!
მაშინ ნაღვლიანად გამეღიმა და ვუთხარი:
ეგ თავისუფლება კი არა სიგიჟეა-თქო!
რას წარმოვიდგენდი 15-18 წლის მერე იგივეს დაარქმევდა ქართველების ნაწილი თავისუფლებას!
ის რასაც თქვენ ეძახით თავისუფლებას, ეგ სიგიჟეა…გარყვნილობაა!
თავისუფლება სულის მდგომარეობაა…და იქვე შეყუჟული სინდისი არასოდეს მოგცემთ უფლებას ცხოველს გადაუსწროთ ქცევებით!
შეიძლება ციხეში იჯდე…და თავისუფალი იყო….
ასეც ხდება..,
ოქროს ხალათებში გამოკრულები კი მონები იყვნენ!
შენს ნაშოვნ ოქროს ზოდებს მანამდე აქვს ფასი…სანამ ის შენ გემსახურება!
როცა პირიქით, ის დაგიყენებთ მსახურად, აი იქ კვდებით!:(((
2019 წელი, 4 მაისი.
პუბლიცისტი, ირმა ბეგლარიშვილი; სოციალური ქსელი