მინდა კოლექტიურ ექსტაზში ჩავება: გამოვუცხადე საღვთო ომი რუსულ ორცხობილებს და მაიონეზს…-დაათ ცაბაძე

დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რასაც ქართულ ფეისბუქს ვაკვირდები, თუ ვინმეს ან რამეს გაშმაგებული არ ებრძვი, ეჭვის თვალით გიყურებენ. ზოგი ოკუპაციას ებრძვის, ზოგი მასონებს, ზოგი პირბადეებში ჩაბუდებულ მაჯლაჯუნებს და ანტენებს…

ბრძოლა აუცილებლად ისტერიული უნდა იყოს – “შევაკვდებით”, “არ დავნებდებით”, “არცერთი ნაბიჯი უკან” და სხვა პათოსური ჰაი-ჰუის, თუ პრუწუნის თანხლებით. როგორც წესი, ასეთი ბრძოლა ფიასკოთი მთავრდება ხოლმე, მაგრამ გმირობა და კლავიატურაზე დაღვრილი სისხლი თაობებს ემახსოვრებათ.

სწორედ ამიტომ გამოვუცხადე საღვთო ომი რუსულ ორცხობილებს და მაიონეზს, მინდა მარაქაში გავერიო, ერთიანი ორგანიზმის ნაწილად ვიგრძნო თავი, ამ კოლექტიურ ექსტაზში ჩავება, ვისზე ნაკლები ვარ…