ამ აღდგომის დღეებში არ მინდოდა ნეგატიური შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ არ გამოდის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყოველწუთს ხდება ადამიანების დისკრიმინაცია და კლასობრივი უსამართლობის დეკლარირება.
აშკარაა სოციალური დისკრიმინაციის ფაქტები, აქ ადამიანები კლასებად არიან დაყოფილნი, სადაც მანქანის მფლობელი უპირატესობით სარგებლობს
ისევ ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება: თუ სასაფლაოზე მისვლა მხოლოდ 4 მაისიდან არის შესაძლებელი, მაშინ ის მხოლოდ მანქანის მფლობელთათვის არის შესაძლებელი და არა ფეხით მოსიარულეთათვის. ვისაც კერძო ავტომანქანა არ გვყავს, ისინი ვერ წავალთ წინაპართა საფლავებზე ფეხით, ხომ დამეთანხმებით?
ასევე ამ პერიოდში (3-დან 13 მაისამდე) მანქანის მფლობელი თავისუფლად გადაადგილდება და თავის საზოგადოებრივსა თუ კერძო პრობლემებს აგვარებს, კერძო საკუთრების (ამ შემთხვევაში ავტომანქანის) არმქონე მოქალაქე კი – ვერა.
ეს სამართლიანია?
ისე უნდა გამოიცეს განკარგულება, რომ ყველა ფენას ერთნაირად ეხებოდეს. ეს არის სამართლიანი ქვეყნის მოდელი და სანამ იქნება ასეთი დაყოფა, რაც სოციალური უსამართლობის განცდას იწვევს, ქვეყანა ვერ შედგება, რადგან ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა სამართლიანობის საძირკველზე არის აშენებული.
ტრანსპორტის გადაკეტვა ხალხისთვის, რომელსაც გადაადგილების სხვა საშუალება არ აქვს, გარდა ქალაქის ტრანსპორტისა, სასტიკი გადაწყვეტილებაა.
იმაზე არაფერს ვწერ, ტროტუარები რომ მანქანების “პარკინგებადაა” გამოყენებულ-გადაკეთებული და ფეხით მოსიარულეს სამანქანო გზაზე რომ უწევს სიარული.
არც ამ შემთხვევაშია ის დაცული, ასეთი რამ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება!
საქართველოში აშკარად ჩანს სოციალური დისკრიმინაციის ფაქტები, აქ ადამიანები კლასებად არიან დაყოფილნი, სადაც მანქანის მფლობელი უპირატესობით სარგებლობს და მაღალ ან საშუალო კლასს წამოადგენს, კერძო საკუთრების არმქონე (მანქანას ვგულისხმობ), კი დაბალ სოციალურ კლასად მოიაზრება და უფლებაშელახულია.
ცნობისათვის, გერმანიაში, ეპიდემიოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქის ავტობუსები დაამატეს, რომ ბევრი ადამიანი ერთად არ მოხვედრილიყო დახურულ სივრცეში და დისტანციის საშუალება ყოფილიყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ესაა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი კერძო მოდელი.
რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი