“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ საქართველოს როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას დამატებითი ვალდებულებები აკისრია და მას ღირსეულად გაართმევს თავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებები დისონანსის შეტანას ემსახურება:
“ხელისუფლებას გააჩნია საკმაო რესურსი იმისათვის, რათა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლოს კიდევაც, ღირსეული თავმჯდომარეობაც გასწიოს და ამავე დროს საკუთარ კანონებსაც პატივი სცეს და დაიცვას. პროვოკაციული განცხადებები თითქოს ვიღაცას საფრთხე ემუქრება, იმ საკითხებთან მიბმა, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, ეს ყველაფერი არის გამიზნული განცხადებები და ქმედებები იმისათვის რათა დისონანსი შემოიტანოს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.