ანგელა მერკელის მიერ თბილისში ვიზიტისას გადმოსროლილი დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლება მიეცემოდათ, ფორმალურად შესრულდა, მაგრამ რეალურად შეუსრულებადი აღმოჩნდა. ამას აღიარებს სოროსულ-პროდასავლური, უხვად დაფინანსებული ბულვარული რესურსი “ამბები”.
სურათზე: მერკელი ხელით საიდუმლო სიმბოლოს გვიჩვენებს, რომელსაც ჰქვია “Nein!”
კერძოდ, “ამბების” სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიას ძირითადად მაღალკვალიფიციური კომპიუტერის სპეციალისტები სჭირდება, ასევე მაღალკვალიფიციური ექიმები. ქართველებს კი ამ თვალსაზრისით კონკურენციის შანსი არ აქვთ. გარდა ამისა:
“ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემგზავრებიან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ისარგებლონ დასაქმების შესახებ ახალი კანონმდებლობით”.
ყველაფერი გამართლებაზე იქნება, შემთხვევით რამეს თუ იშოვნით საიტზე და ისიც, საკონსულო ან მოგცემთ ნებართვას ან არა:
“გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სახელობო პალატების პრეროგატივაა. ვებ-გვერდზე anerkennung-in-deutschland.de მსურველს შეუძლია ჩაწეროს თავისი პროფესია და მიუთითოს ადგილი გერმანიაში, სადაც სურს დასაქმება, რის შემდეგაც ვებ-გვერდი უჩვენებს, თუ რომელი გერმანული უწყებაა კომპეტენტური მისი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის” – განუცხადეს AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ასევე გვითხრეს, რომ პროფესიული განათლების მიღების ან გერმანიაში სამუშაოს დაწყების მსურველებმა, უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია. ასევე, დაინტერესებულთათვის შექმნილია დასაქმების პორტალი Make it in Germany, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ის პერიოდულად განახლდება.
AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუმარტეს, რომ შეკითხვების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს წინასწარ მოძიებული ჰყავს დამსაქმებელი, კვალიფიკაციის აღიარების პროცედურის გავლას გერმანიაში განახორციელებს დამსაქმებელი, რის შემდეგაც ინფორმაციას მიაწოდებს გერმანიის საკონსულოს და ის გასცემს დასაქმების მსურველზე შესაბამის ვიზას”.