1991 წელს, საბჭოთა – ამერიკულ სიმპოზიუმზე, როდესაც კაპიტალიზმის მომხრე „დემოკრატებმა“ დაიწყეს ჭიკჭიკი – „იაპონურ ეკონომიკურ სასწაულზე“, ერთ – ერთმა იაპონელმა მილიარდერმა – ხეროსი ტერავამამ თქვა:
„თქვენ არ ლაპარაკობთ ძირითადზე – საბჭოურ წამყვან როლზე მსოფლიოში. 1939 წელს თქვენ, რუსები – ჭკვიანები იყავით, ხოლო ჩვენ, იაპონელები – სულელები. 1949 წელს თქვენ გახდით უფრო ჭკვიანები, ჩვენ ჯერ კიდევ – სულელები ვიყავით. ხოლო 1955 წელს, ჩვენ დავჭკვიანდით, თქვენ კი ხუთი წლის ბავშვებად იქეცით.
მთელი ჩვენი ეკონომიკური სისტემა, პრაქტიკულად სტალინის ეკონომიკიდან არის გადმოღებული, მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან კაპიტალიზმია, კერძო მწარმოებლები და ჩვენ ზრდის – 15% – ზე მეტისთვის – არასდროს არ მიგვიღწევია, სტალინმა კი – საზოგადოებრივი საკუთრების პირობებში, წარმოების ხარჯზე მიაღწია – 35% – ს. ყველა ჩვენს უდუდეს ფირმაში, გამოფენილია – სტალინის პერიოდის ლოზუნგებიო“.
სტალინის მმართველობის პერიოდში – 30 წლის მანძილზე, საბჭოეთი გადაიქცა – მსოფლიო მასშტაბის უმძლავრეს სამხედრო – ინდუსტრიულ სახელმწიფოდ. მეფის რუსეთის ღარიბი და გაუნათლებელი მოსახლეობა, გადაიქცა მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე განათლებულ ერად. მუშათა და გლეხთა პოლიტიკური და ეკონომიკური განათლება – 50 – იანი წლების დასაწყისში, უსწრებდა იმ დროს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის – მუშათა და გლეხთა განათლების დონეს. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა – 42. 000.000 ადამიანით.
სტალინის დროს აშენდა 1500 – ზე მეტი უმსხვილესი – ინდუსტრიული ობიექტი, მათ შორის: დნეპროჰესი, ურალმაში, ,,ხტზ“, ,,გაზი“ ,,ზისი“, ქარხნები მაგნიტოგირსკში, ჩელიაბინსკში, ნორილსკში, სტალინგრადში. დემოკრატიის ბოლო 30 წლის განმავლობაში არ აშენებულა ასეთი მასშტაბის არც ერთი საწარმო. უკვე 1947 წელს, საწარმოო პოტენციალი საბოლოოდ იყო აღდგენილი, ხოლო 1950 წელს, იგი 2.5 – ჯერ გაიზარდა ომამდელ – 1940 წეთან შედარებით. ომის დროს დაზარალებულმა ვერც ერთმა ქვეყანამ, ამ დროისათვის ვერ მიაღწია თუნდაც ომამდელ დონეს, მიუხედავად მძლავრი ფინანსური დახმარებისა – ამერიკის მხრიდან. ფასები, კვების ძირითად პროდუქტებზე, 5 – თ – ომისშემდგომი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირში ორჯერ შემცირდა, იმ დროს როცა უმსხვილეს კაპიტალისტურ ქვეყნებში, ეს ფასები გაიზარდა, ხოლო ზოგიერთში 2 – ჯერ და მეტჯერ.
ეს მეტყველებს ქვეყნის გრანდიოზულ წარმატებაზე, რომელშიც სულ რაღაც ხუთი წლის, სამამულო ომი იყო დასრულებული – კაცობრიობის ისტორიაში და ამხელა ქვეყანა, რომელიც ამ ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა….
კაპიტალიზმის სპეციალისტებმა, 1945 წელს გააკეთეს ოფიციალური პროგნოზი, რომ საბჭოთა კავშირის მეურნეობა, 1940 წლის დონეზე გასვლას შეძლებს მხოლოდ – 1965 წელს – ისციც იმ შემთხვევაში, თუ აიღებს უცხოურ სესხებსო. სტალინმა ეს – 1949 წელს – ყოველგვარი გარე ფინანსური დახმარების გარეშე მიაღწია. 1947 წელს საბჭოთა კავშირმა, ომის შემდეგ – პირველმა ჩვენი პლანეტის ქვეყნებს შორის, გააუქმა ბარათების სისტემა. ხოლო 1948 წლიდან ყოველ წელს – 1954 წლამდე – ამცირებდა ფასებს – კვების პროდუქტებზე და ფართო მოხმარების საქონელზე. ბავშვთა სიკვდილიანობა – 1950 წელს – 2 – ჯერ შემცირდა – 1940 წელთან შედარებით. ექიმების რაოდენობა 1,5 – ჯერ გაიზარდა. სამეცნიერო დაწესებულებების რაოდენობა – 40% – ით გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა – 50% – ით. მაღაზიებში უხვად იყო სხვადასხვა სახის სამრეწველო და საკვები პროდუქტები და არ არსებობდა ცნება – დეფიციტისა. გასტრონომებში პროდუქტების არჩევანი, გაცილებით ფართო იყო, ვიდრე თანამედროვე სუპერმარკეტებში. ახლა მხოლოდ ფინეთში შეიძლება გასინჯოთ ძეხვი, რომელიც იმ დროის საბჭოთა ძეხვს ანალოგი იყო. მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა წარმოების სამომხმარებლო საქონლისა და საკვები პროდუქტების ხარისხი და მრავალფეროვნება თანამედროვე პროდუქტებზე გაცილებით მაღალი იყო. როგორც მოდაში ახალი ტენდენციები გამოჩნდებოდა ხოლმე, ისინი მომენტალურად შეისწავლებოდა და სადღაც ორი თვის შემდეგ, მოდური საქონელი მრავლად იფინებოდა მაღაზიების თაროებზე. მუშების ხელფასი – 1953 წელს მერყეობდა 800 – დან – 3500 მანეთამდე და უფრო ზევით. მაღაროელებისა და მეტალურგების ხელფასი – 8000 მანეთამდე აღწევდა. ახალგაზრდა ინჟინერს- პეციალისტები – 1300 მანეთამდე იღებდნენ. სკკპ რაიკომის მდივნის ხელფასი – 1500 მანეთი იყო, ხოლო პროფესორებისა და აკადემიკოსების ხელფასი ხშირად – 10000 მანეთზე მეტი. თეთრი პური – 1 კგ – 3 მანეთი, შავი პური 1- კგ – 1 მანეთი, საქონლის ხორცი 1- კგ – 12 მანეთი, თევზი – 8 მანეთი, რძე – 1 ლიტრი – 2 მანეთი, კარტოფილი – 1 კგ 0. 45 კაპიკი, ლუდი – ,,ჟიგულიოვსკოე“ 0,6 ლ – 2,9 მანეთი, ჩითი 1- მეტრი – 6,1 მანეთი. კომპლექსური სადილი სასადილოში – 2 მანეთი ღირდა. საღამო რესტორანში ორ კაცზე, კარგი ვახშმითა და ბოთლი ღვინით – 25 მანეთი. ამ სიუხვისა და სიმდიდრის მიღწევა, შესაძლებელი გახდა, 6.000.000 იანი – ყველაზე თანამედროვე იარაღით აღჭურვილი, მსოფლიოში საუკეთესო არმიის შენახვის მიუხედავად….
1946 წლიდან დაიწყო მუშაობა: ატომურ იარაღზე და ენერგეტიკაზე, სარაკეტო ტექნიკაზე, ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციაზე, უახლესი გამოთვლითი ტექნიკისა და ელექტრონიკის დანერგვაზე, კოსმოსურ ფრენებზე, ქვეყნის გაზიფიკაციაზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური, საბჭოთა კავშირში ექსპლუატაციაში შევიდა – 1 წლით ადრე – ვიდრე ინგლისში და 2 წლით ადრე, ვიდრე ამერიკაში და მხოლოდ საბჭოეთში იყო შექმნილი – ატომური ყინულმჭრელი ხომალდები. მხოლოდ ერთ ხუთწლედში – 1946 დან, 1950 წლის ჩათვლით – მსოფლიოს უმდიდრეს კაპიტალისტურ სახელმწოფოებთან, სასტიკი სამხედრო – პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში და აბსოლიტურად ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, გადაიჭრა სამი სოციალურ – ეკონომიკური საკითხი: 1. სახალხო მეურნეობის აღდგენა. 2. უზრუნველყოფილი იქნა მოსახლეობის ცხოვრების დონის – განსაკუთრებულად მყარი ზრდა. 3. მოხდა ეკონომიკური გარღვევა – უდიდესი იმედიანი მომავლისკენ….
და ახლაც კი – ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ და მხოლოდ – სტალინის მემკვიდრეობის ხარჯზე: მეცნიერებაში, მრეწველობაში და პრაქტიკულად ცხოვრების ყველა სფეროში.
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი – სტივენსონი, ასეთ შეფასებას აკეთებდა: ,,თუ წარმოების ზრდის ტემპები – განუმეორებელი სტალინის რუსეთში, შენარჩუნებული იქნება, 1970 წლისთვის რუსული წარმოების მოცულობა – 4 – ჯერ მეტი იქნება – ვიდრე ამერიკულისო“…. და ეს ის ამერიკაა, რომელსაც ომი არ უნახია საკუთარ მიწაზე…. ჟურნალ – ,,ნეიშნნლ ბიზნეს“ – ის 1953 წლის სექტემბრის ნომერში, ჰერბერტ ჰარისის სტატიაში – ,,რუსები გვეწევიან“, საგანგაშოდ იყო ჩამოყალიბებული, რომ ეკონომიკური სიმძლავრის ზრდის ტემპები უსწრებს – ნებისმიერ ქვეყანას და რომ ამჟამად საბჭოეთში – ეკონომიკური ზრდის ტემპი – 3 – ჯერ მეტია, ვიდრე – ამერიკაშიო….
არასდროს თავის ისტორიაში, ამხელა ვეებერთელა ტერიტორიას, როგორიც სტალინის შექმნილი საბჭოეთი იყო, არ განუცდია ასეთი ლეგენდარული ცვლილებები, როგორც სტალინის ეპოქაში….
კაპიტალისტური სამყარო – ბოღმისგან დადუმებული, გამუდმებით თვალს ადევნებდა სტალინურ სასწაულებს.
ახლა სრულდება ,,ეშმაკის“ ამოცანა – მეტი აღარასდროს არ დაუშვას სახელმწოფო ხელისუფლების სადავეებთან ადამიანები, რომლებიც თავიანთი შინაგანი ძალით, ზნეობრივი თვისებებით, სტრატეგიული აზროვნებით, ორგანიზატორული თვისებებით და პატრიოტიზმით – სტალინის მსგავსი იქნებიან. მაგრამ სტალინის წინააღმდეგ აღვირახსნილი პროპაგანდის ორგანიზატორებს, არ მოუტანა გამარჯვება გარდაცვლილ სტალინზეც კი.
ბესო ბესო; სოციალური ქსელი