ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ისე მოიხსენიებს, როგორც „დიდ ტყუილს”.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც “დიდ ტყუილს“ ისე მოიხსენიებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა – 232 ხმა.
დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს.
წყარო: ptn.ge