ერთმანეთში ვერ რიგდებიან და რევოლუციურ სცენარს ავითარებენ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც აშშ და ევროპელი პარტნიორები, ასევე მმართველი პარტია დღემდე ელოდება ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებას. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მათ დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

“თუმცა მათ, როგორც ჩანს, ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული. ვერ რიგდებიან ერთმანეთში, ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს. გარეთ როცა მართავენ აქციებს, თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თავებს ვიღაცა ითვლის და მართლაც ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ ილუზიის შექმნა რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც „ქართულ ოცნებას”, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ მის გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯზე. ჩვენ დაველოდოთ არჩევნებს, სადაც თუ ძალაში დარჩა 73 /77, უდიდესი ალბათობით მიიღებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტიუციო უმრავლესობას”, – განაცხადა მდინარაძემ.