ყველაფერი თავდაყირა რატო გვაქვს ტელევიზიებში…?! – რევაზ კილასონია

სოფელში რომ ხარ, გინდა არ გინდა, ტვ-ს ყურება გიწევს, თუნდაც მეორე ოთახიდან ხმა გესმის.

როგორც ვიცით, ყველაზე აქტიური სატელევიზიო ბადეა 20:00 დან 23:00 საათამდე და ყველა წამყვანი უმთავრესი ტვ-ს თემებია-
“გენდერული თანასწორობა”,
“ადამაინის უფლებები”,
“ფემიციდი”,
“ჰომოფობია”,
“მელია გმირია თუ ..”,
“მოსახლოების ცნობიერების ამაღლება”,
“პოლიტიკური დებატები თემაზე”
“ნაცები შევლენ თუ”..
“ნატოს კარი ღიაა”
და მსგავსი ყურითმოთრეული “პრობლემები”.
და პრობლემებზე, მაგალითად-
სოფლის მეურნეობაში,
კვების თუ მძიმე მრეწველობაში,
სხვა ბიზნესებში, საუბრობენ გაკვრით, ზერელედ, ისიც დღისით, მაშინ როცა სატელევიზიო ბადე არააქტიურია, შესაბამისად მაყურებელი ნაკლებია.
და პირიქით რომ ვქნათ არაა?!
ანუ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ რეალურ პრობლემებს, მაშინ როცა სატელევიზიო ბადე ყველაზე აქტიურია, როცა მოსახლეობის ჩართულობა და ყურებადობა ყველაზე მაღალია.
ყველაფერი თავდაყირა რატო გვაქვს?!

ექსპერტი, საერთაშორისო საკითხებში, რევაზ კილასონია