გახარიას “მონას” ეძახიან “სკაიპა” “რეჟისორის” ერთგულები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრემიერის გამოჩენამ ხმაური გამოიწვია. შეძახილი “მონა-მონა”  ისმოდა “ნაციონალებისა’ და მათი სატელიტების მხრიდან.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელსაც ასევე დაესწრებიან, როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მინისტრები.

პარალელურად კი პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესების მიმართ გამოხატავენ პროტესტს.

დესტაბილიზაციის სურვილი უკვე იმდენად დიდია “ნაცებისა’ და მათ გვერდით მდგომი პარტიების მხრიდან, რომ უკვე ქაოსში გადაყავთ სიტუაცია და ამ ხელოვნური “დაძაბულობებით”ხელს უშლიან ჩვეულებრივ მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრებაში.