დღეს, 6 მაისს ლატვიის პარლამენტმა მეორე მოსმენაზე 100-დან 58 ხმით დაგმო და ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. ამის შესახებ ლატვიაში სომხეთის ელჩმა ტიგრან მკრტჩიანმა განაცხადა. ინფორმაციას რადიოთავისუფლების სომხეთის სამსახური azatutyun.am ავრცელებს.
ელჩის განმარტებით, ეს შედეგი დიპლომატების უკანასკნელი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგია.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის ხსოვნის დღისადმი მიძვნილ ტექსტში აღიარა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენები, როგორც გენოციდი.
წყარო: ptn.ge