რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს.

ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე, საერთო ჯამში, დაზიანებული მონაკვეთები 16 უბანზე აღდგება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გზის საფარის დაგება და ნაპირდაცვითი სამუშაოს დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი სტიქიამ 2020 წლის ივლისში დააზიანა.

 

“იმედინიუსი”