თუ არ იქნება ვეტო, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება – იაგო ხვიჩია.
გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ოპოზიციის ნაწილმა, შესაძლოა, პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრიროს.
როგორც ხვიჩია აცხადებს, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიან დოკუმენტზე უნდა შეთანხმდეს.
– “მე მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ისე, რომ ყველაფერზე, რაც არ მოგვეწონება, ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება” – განაცხადა ხვიჩიამ.
წყარო: ptn.ge