“რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ” – კონსტანტინე ჩიკვილაძე ხელისუფლების და ოპოზიციის შესახებ

“პუტინებს, ერდოღანებს, ტრამპებს და ყველას, ვისზეც რამის დაბრალება შეიძლება, რა გამოლევს ამ ქვეყანაზე, მაგრამ სინამდვილე თუ გნებავთ – ქართველებშია საქმე, ქართველებში!!!

საკუთარ თავს, ქვეყანას, ადამიანურ (მეტადრე არაადამიანურ) ურთიერთობებს და ზოგადად ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას გარედან შეხედეთ – ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთმანეთს როგორ ვექცევით, საერთოდ როგორ ვიქცევით, რა ვაკეთეთ, რა ვთესეთ, გაიხსენეთ და აქედან გამომდინარე, რას და რატომ ვიმკით, მარტივად გაიგებთ! რით დაიწყო მიშამ საკუთარი “მოღვაწეობა” და როგორ აგრძელებენ დღეს მისი მომხრეები?! უღმერთობით, ეკლესიასთან ბრძოლით, ცრუ იდეალების, ცრუ გამოწვევების, ცრუ კერპების შექმნით!

დღევანდელი ხელისუფლება კი ამ ყველაფერს “აპრავებს”- მთავარ ოპოზიციურ ძალად გვისაღებს მაჯლაჯუნებს! რომელია უარესი მათ შორის?- ორივე მეტ-ნაკლებად ერთია, რადგან ერთი დაუმალავად გმტრობს, მეორე კი მას ხელს აფარებს და “აიტანე და მიიღეო”- ძალადობს შენზე. საქართველოზე აღარავინ ფიქრობს და ზრუნავს, მთელი ტვ, მედია, რადიო თუ სხვ. ყურადღება მიმართულია ნაც-ქოცის (ვითომ) დაპირისპირებაზე, იმაზე, თუ ვის შეხვდება მეტად მსუყე ლუკმა და არა ქვეყნის ინტერესებზე….ქვეყანა, მისი ინტერესები მხოლოდ სუფრასთან ახსენდებათ, სწორედ ამ ქვეყნის გაყიდვით ნაშოვნი ფულით გაშლილ სუფრასთან

უკეთ როგორ იქნებით, ქვეყანა წინ როგორ წავა მაშინ, როდესაც დალაგდებით და მიდიხართ არჩევნებზე, რათა ასეთ მედროვე და ქვეყნის დამაქცევარ არსებებს ხმა მისცეთ არჩევნებზე?!…”

კონსტანტინე ჩიკვილაძე;  სოციალური ქსელი