ძალიან ხომ არ შ…..ს ჩვენმა კიკიმორა ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა ხელქვეითებმა???

“facebook”მომხმარებელი მამუკა ხაჭიპერიძე სოციალურ ქსელში  წერს:

“აეხლა მართლა მოიცათ რააააა!

თებერვალში ვიყავი უკრაინაში, საკვანძო, სანაოსნო და ნებისმიერ სეზონზე ტურისტებით სავსე ქალაქ ოდესაში.

აეროპორტში ფორმალურად მომთხოვეს კოვიდ-ტესტის პასუხი და საკმაოდ უინტერესოდ ჩახედეს, უფრო ის აინტერესებდათ, საქურდლად ხომ არ ვიყავი ჩასული და ფული რამდენი მქონდა თან… :)))))

ქალაქში სიცოცხლე დუღდა! რა კომენდანტის საათი! ცხოვრება ზუსტადაც რომ საღამოს 9 საათიდან იწყებოდა! ყველა ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობდა და ნიღბებიც აქა-იქ ეკეთათ (ძირითადად ასაკოვან ხალხს).

თითქმის ყველას ვეკითხებოდი: ვინმე თქვენს ახლობელს კოვიდი შეხვდა??? პასუხად ყველა მხრებს იჩეჩავდა… არა, არ გაგვიგია…

საავადმყოფოში კი დამიდასტურეს, რომ ყავთ ყველა სიმძიმის კოვიდიანი პაციენტები, მაგრამ არ აქვთ არანაირი ისტერიკის საფუძველი…

წამოვედი და კოვიდი რატომღაც “არ წამომყვა” :)))

8 საათი სტამბულის ყველაზე ხალხმრავალ აეროპორტში ვიბოდიალე და არც იქ არ შემიმჩნევია რამე განსაკუთრებული ზომები და პანიკა.

აი თბილისის აეროპორტში კი რა ნევროზ-ფსიქოზური სიტუაცია დამხვდა, ეს ცალკე მოსაყოლად ღირს :))))))

ხოდა, რისი თქმა მინდა:

–ძალიან ხომ არ შეგვცეს ჩვენმა კიკიმორა ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა ხელქვეითებმა???”-წერს ხაჭიპერიძე.