“კიდევ კარგი, პატარა სინდისი მაინც ჰქონიათ ამ პოლიციელებს – შერცხვათ ეტყობა მაინც…”

რუსუდან კოტაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ყოველ დილით, ადრე, ფეხით მივდივარ გაკვეთილზე და უკან ვბრუნდები ჩემივე ფეხებით. ჰოდა, დავიარები ტყე-ტყე, ბილიკ-ბილიკ, ვცდილობ მოკლე გზა აღმოვაჩინო, ჯერ რომ არ ვიცი, არის თუ არა. სიმართლე გითხრათ, ამ ადგილებში კაციშვილი არ დადის, ქუჩაზე რომ გამოვდივარ ტყის ბილიკიდან არავინ მხვდება ხოლმე, ჰოდა, გადავწყვიტე, პირბადე აღარ გავიკეთო ამ დროს და სუფთა ჰაერი ჩავიყნოსო, მით უფრო, როცა ამის საშუალება არის, რადგან ეს გარეუბანში ხდება (დიღმის ტყეებზე მაქვს ლაპარაკი).
ჰოდა, გუშინ, სწორედ ასე გამოვდივარ ტყის ბილიკიდან მოასფალტებულ გზაზე და შორიდანვე შევნიშნე მანქანა, სადაც ფორმიანი კაცები ისხდნენ (პოლიციელები), შეაჩერეს მანქანა და მკითხეს: “ქალბატონო, პირბადე არ გაქვთ?” დავიბენი. სიმართლე გითხრათ, მარტოდმარტო რომ მოდიხარ და კაციშვილი არ ჭაჭანებას გზაზე, გამიკვირდა, პირბადის გაკეთებას რატომ მთხოვდნენ, მექანიკურად ჩავყავი ხელი ჩანთაში და პირბადე ვაჩვენე. გაიარეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ უადგილო იყო აქ პირბადის გაკეთების მოთხოვნა, თუმცა გამიკვირდა, რომ არ გადმოვიდნენ და აქტი არ შეადგინეს, მე კი აუცილებლად ჩავრთავდი ვიდეოს და დავანახვებდი სრულიად მსოფლიოს რომ არავინ იყო არც იმ და არც მიმდებარე ქუჩაზე.
და მაინც, დავფიქრდი – რატომ უნდა მკეთებოდა პირბადე ცარიელ ქუჩაზე? ტყე-ღრეშიც საჭიროა ე.წ. რეგულაციების დაცვა? ეს რა სადისტური კანონებია, როცა ადამიანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევ?..
კიდევ კარგი, პატარა სინდისი მაინც ჰქონიათ ამ პოლიციელებს… შერცხვათ ეტყობა..მაინც ..