„მე ჩემი სარწმუნოება მაქვს, ეს იცის პატრიარქმა…ის ჩემი მეგობარია” –  რეზო ამაშუკელი

რეზო ამაშუკელი პატრიარქთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

„მე ჩემი სარწმუნოება მაქვს, ეს იცის პატრიარქმა. ძალიან ბევრი მისი ნაჩუქარი ხატი მაქვს, ის ჩემი მეგობარია. სატრაბახო მე ისეთი არაფერი მაქვს, პრემიებიც ბევრი მაქვს. მე ვარ ის კაცი, რომელსაც პატრიარქმა უთხრა, მე და შენ ძმები ვართო და აი აქ (ხელზე) აქვს ნაკოცნი.

მე ამით ვარ უბედნიერესი, ეს არის ის ინსტიტუტი, პიროვნება, რომლის გარეშეც დღეს საქართველო ვერ იქნება“, – განაცხადა ამაშუკელმა გადაცემაში „ნოესთან“.