კრიმინალი რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, ღიმილის მომგვრელია – ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვეულებრივი კრიმინალი” – ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილის 10 საათზე დატოვა.

ღარიბაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ღიმილის მომგვრელია.

“ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასა და ადეიშვილთან ერთად. განსაკუთრებული მაგით არაფერი მომხდარა.

ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმით, დღეს რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.