ხელენ ხოშტარია გაცილებით დიდი ნაძირალაა და საქართველოს დაუძინებელი მტერი – ე.კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში  წერს:

“ხელენ ხოშტარია გაცილებით უფრო დიდი ნაძირალაა და საქართველოს დაუძინებელი მტერი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.
მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი, ანტირუსული ტალღა აეგორებინა საქართველოში და ეს ხდება იმ ფონზე როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და მეგობრები მოგვიწოდებენ მაქსიმალურად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, რადგან იციან, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს განვითარება ვერ იქნება სრულყოფილი.
მხოლოდ საქართველოს დაუძინებელი მტრები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას და კონფლიქტის მუდმივად გადაუწყვეტელ რეჟიმში დატოვებას.
პრეზიდენტ ტრამპის მტრის და სააკაშვილის მფარველის – ჯო ბაიდენის დახმარებით, საქართველოს წურბელები ახალ–ახალ პროვოკაციებს აწყობენ.”- წერს კუხიანიძე.