ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

დაღუპულთაგან უმეტესობა ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა შაბათს, 8 მაისს ქაბულში მოხდა. ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ.

ავღანეთის ხელისუფლება მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს, დაჯგუფება კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

წყარო: ptn.ge