ბევრი ლიბერალური ფბ გვერდია შექმნილი, სადაც აქტიურად მიდის ისტორიის გადაწერა, ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვა, ამიტომ ისევ ვუბრუნდები ზოგიერთ თემას:
თაობა რომელსაც ერთი ომი არ მოუგია, დასცინის და მოღალატედ იხსენიებს მეფე ერეკლეს, კაცს რომელსაც ხმალი არ გაუგდია ხელიდან და სხეულზე ადგილი არ დარჩენია იარის გარეშე.
მეფე ერეკლე დიპლომატი არ იყოო, ესაა სიცრუე და მეტი არაფერი. ჯერ ერთი, მაშინ როდესაც თითქმის 24 საათიანი თავდასხმების შიშის ქვეშ იყო საქართველო, დიპლომატია მაგ დროს ვერ მუშაობს. მიუხედავად ამისა, მეფე ერეკლემ იმდენს მიაღწია, რომ მთელი ევროპული გაზეთები აჭრელდა მისი სახელით.
ყბადაღებული თემაა გეორგიევსკის ტრაქტატი! საერთოდ საინტერესოა, რამდენს აქვს წაკითხული? ამიხსენით ვინმემ, რა წერია გეორგიევსკის ტრაქტატში მაშინდელი ქართული სამეფოებისთვის მიუღებელი? სანამ ერეკლე მეფის დიპლომატიაზე ენას წაიბილწავთ, ის მოთხოვნები თუ გაქვთ წაკითხული, რაც ტრაქტატის დადებამდე ერთი წლით ადრე, ლევან ბატონიშვილის და ანტონ კათალიკოსის პირით ამცნო ეკატერინეს? იშვიათია მსგავსი გონიერება!
ასევე ამბობენ, რომ ერეკლეს ბრალი და შეცდომა იყო, რომ არ გაერთიანდა იმერეთის და ქართლ-კახეთის სამეფო, თითქოს მან ცოლის ჭკუაზე გაიარა ამ საკითხში და მსგავსი სისულელეები. მოდი ავიღოთ მაშინდელი ვითარება; საქართველო როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი არ არსებობს! ქვეყანა დაშლილია სამეფო-სამთავროებად, თავად-აზნაურთა შუღლი და მტრობა ერთმანეთის მიმართ, რასაკვირველია ერთგულებიც ბევრნი იყვნენ. იმერეთს ოსმალები არ ასვენებენ – ჩვენი ისტორიული მეგობრები და სამხრეთ საქართველო, თითქმის მთლიანად წართმეულია მათ მიერ. აღმოსავლეთ საქართველოზე, ტრადიცულად ირანი ახდენს გავლენას. შემოსევა შემოსევაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებული სახანოებიდან, ცალკე თემაა ლეკთა თარეში, რომელიც ქართველ გლეხს ყანაში, იარაღ ასხმული ამუშავებდა. ამას დაამატეთ ტყვეებით გამალებული ვაჭრობა, მიუხედავად აკრძალვისა.
ახლა ყველა ისტორიის მოყვარულს ვუსვამ ერთ შეკითხვას – გარდა იმისა, რომ ქართლ-კახეთი-იმერეთის სამეფოს გაერთიანებას, დიდი მომზადება, გონიერება და დრო ჭირდება – ეს იქნებოდა მაშინდელი ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენა! ქონდათ ამის რესურსი და დრო, ქართველ მეფეებს? ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბოლოს შემოვინახე – თუ გიფიქრიათ, როდესმე ერთ ფაქტზე, აი დავუშვათ გაერთიანებულიყო ეს სამი ქართული სამეფო, შემდეგ რა იქნებოდა? გამოდის, რომ ერთიან სამეფოს ბევრი მტერი ეყოლებოდა და გაუძლებდნენ ამას? ერთი რამ კიდევ გასათვალისწინებელი, ნიკოლაძის და ჯავახიშვილის წყაროებით, მილიონზე ნაკლები ქართველი იყო მაშინ ფიზიკურად დარჩენილი. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ერეკლეს სურდა სამხედრო რეფორმა, რომლის წყალობით უნდა ყოლოდა მუდმივი ჯარი, იმაზე გაცილებით დიდი ვიდრე კრწანისის ბრძოლაში ყავდა, თუმცა ეს ფიზიკუყრად ვერ შეძლეს მაშინ. იმაზე თუ გიფიქრიათ, როგორ დაჭამდნენ ერთმანეთს დასავლეთის და აღმოსავლეთის თავადები? არაა ასე იოლი სამეფოების გაერთიანება, მას ბევრი დრო, მომზადება, რესურსები და მშვიდობა ჭირდება.
მეორე ფაქტზე გადავალ – ყველა იძახის, რომ რუსმა ტოტლებენმა გვიღალატა. კი ასე იყო, ძაღლი მიაკვდა სულში ერეკლეს მიტოვებისთვის, მაგრამ ტოტლებენი რუსი არ იყო. გოტლიბ კურტ ჰენრიხ ფონ ტოტლებენი, საქსონიელი ავანტურისტი, თავად რუსეთის მოღალატე – პრუსიის მეფეს რუსეთზე ცნობებს აწვდიდა, თუმცა ეს იცოდა რუსულმა დაზვერვამ. ეს იყო ყოვლად უმაქნისი კაცი, რომელმაც არც ერთ ქვეყანაში არ ივარგა და დღემდე, ერთ ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პიროვნებაა რუსეთის ისტორიაში. წარმოდგენა არ მაქვს, რაში ჭირდებოდა ის ეკატერინეს. ვფიქრობ, რომ ზუსტად ტოტლებენიდან უნდა დაიწყოს საქართველოს ისტორიის თავიდან გადახედვა, როგორც წყაროების ისე ღირებულებების – ძალიან ბევრი რამ შეცვალეს და დამალეს!
პოსტის დასაწყისში, ვახსენე რომ ფბ ჯგუფებში მიდის ისტორიის ცრუ პროპაგანდა მეთქი. ჯგუფ წიგნის ჭიებში, ვნახე თუ როგორ გმირად გამოყავთ, შამილი, კაცი რომლის რაზმები სისხლს უშრობდა ქართველებს, რომლებიც თავს დაესხნენ ჭავჭავაძეებს, მათი ოჯახი ააწიოკეს და მისი წევრები გაიტაცეს. შამილი რომ დააპატიმრეს, პეტერბურგში წაიყვანეს, იქ სპექტაკლი აყურებინეს თეატრში, ეფექტის მოხდენის მიზნით. მიწებიც მიცეს და საკმაო პრივილეგიებითაც სარგებლობდა.
სტალინის სიტყვებით დავასრულებ – საქართველო სამ ბოროტებას შორის მოხვდა, თურქეთი, ირანი და რუსეთი. მათ შორის რუსეთი ყველაზე პატარა ბოროტება იყო.