“მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომელთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული”…

“მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომელთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული” – ნათია თურნავა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს.

მისი თქმით, გაიზრდება სასოფლო სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები.

– “მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომელთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული და მიწის გამოსყიდვაზე ფიქრობდნენ. იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი “დისქაუნთი”, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. 2 ათასამდე ასეთი მოიჯარეა საქართველოში, საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი. ეს ადამიანები წლებია, ამ მიწებს ამუშავებენ. ამ გადაწყვეტილებით მათთვის მიწების გამოსყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ეს გადაწყვეტილება უფრო გაზრდის კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას” – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო: itv.ge