სალომე სამადაშვილი ასახელებს პარტიებს, ვისთანაც პოლიტიკურ პარტნიორობას მოიაზრებს

ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც “ლელოს”, ასევე “სტრატეგია აღმაშენებელს” და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გაუჭირდებათ.

– “ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას” – განაცხადა სამადაშვილმა.

წყარო: ptn.ge