ქართული დემოკრატია, მეტსახელად “ლობიობა”, გრძელდება. ამ საღამოს ვანო მერაბიშვილის ვახშმის სიმშვიდის დარღვევის მიზნით აქცია იმართება.
აქცია ქიქოძის ქუჩაზე დაიწყო, რესტორნის წინ, სადაც მერაბიშვილი და მისი ამალა ციხიდან გამოსვლას ზეიმობენ. ამ ჭამა-სმის გასაპროტესტებლად ახალგაზრდა აქტივისტები, მაგრამ ასევე მერაბიშვილის მინისტრობის დროს უკანონოდ და სასტიკად დახოცილი ახალგაზრდების მშობლებიც მოვიდნენ.
ტრანსპარანტებზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააწერეს: “გვახსოვს გია კრიალაშვილი”, “გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია”, ასევე გამოფინეს სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმის მსხვერპლთა (ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის და ა. შ.) სურათები.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება და მათი “დამხობის შემდეგ, აი, ამ ციხის [მატროსოვის] კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.