ექსპერიმენტი უკრაინაში, სადაც ჩინეთიდან, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაავადებული მგზავრები ჩაფრინდნენ

უკრაინის რიგ რეგიონებში საპროტესტო გამოსვლებს აქვს ადგილი, რადგან მოსახლეობას არ სურს თავის ტერიტორიაზე განათავსონ ჩინეთში კორონავირუსით დაავადებელი უცხოელი მოქალაქეები. ეს ყველაფერი საქართველოშიც შეიძლება, რომ რეალობა გახდეს.

საუბარია 27 უცხოელ მოქალაქეზე არგენტინიდან, ეკვადორიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, სალვადორიდან, კოსტა-რიკიდან, ჩერნოგორიიდან, პანამიდან და ისრაელიდან, რომლებიც ჩინეთიდან უკრაინაში გადმოაფრინეს. ბორტზე ასევე 47 უკრაინელი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი ჯერ კიევის ბორისპოლის აეროდრომზე დაჯდა, ბაკი საწვავით შეავსო და ხარკოვის მიმართულებით გაფრინდა. არსებობს დიდი ალბათობის ეჭვი, რომ მგზავრები დაავადებულნი არიან კორონავირუსით. გადაწყდა, რომ პაციენტებს პოლტავის მხარეში, ნოვიე სანჟარიში განათავსებენ, ეროვნული გვარდიის სამედიცინო ცენტრში. ადგილობრივი მოსახლეები ამ ცნობამ აღაშფოთა. ღამით მათ მოახდინეს ტრასის ბლოკირება და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

დაკავებულია ათი კაცი, მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები და ჯავშანტექნიკა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს კორონავირუსის დაავადების ფაქტს, მაგრამ ვერც იმას ხსნის, მაშინ რატომ გახდა საჭირო ასეთი მკაცრი პროფილაქტიკური ზომების მიღება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგმო ნოვიე სანჟარიში მოსახლეობის მიერ გზების ბლოკირება და განაცხადა, რომ სამხედრო კლინიკის ტერიტორია უკრაინაში “ყველაზე უფრო დაცული ადგილი” იქნება.