აზერბაიჯანი ერთ-ერთი მუსლიმანური სახელმწიფოა მრავალთაგან, რომელიც საქართველოში ისლამის მიმდევრებს პატრონობს. განსაკუთრებით ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” გამოირჩევა.
“სოკარი” ბუნებრივ აირს უფასოდ მიაწვდის საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არსებულ 72 მეჩეთს. ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა.
იგიდოვმა მადლობა გამოხატა აზერბაიჯანის მიმართ და აღნიშნა, რომ “ყველაზე დიდ მხარდაჭერას საქართველოს მუსულმანური თემი აზერბაიჯანისგან ღებულობს”.
“სოკარი” მეჩეთების ბუნებრივი აირით მომარაგებისათვის წელიწადში 110 ათას ლარს გამოყოფს. ეს თანხა ნაწილდება ქალაქებისა და სოფლების მეჩეთებზე, ქალაქის მეჩეთების ლიმიტი უფრო მაღალია. წელიწადში მეჩეთები საშუალოდ 1600-1700 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარენ.
აზერბაიჯანული კომპანია, როგორც ცნობილია, ყოველ წელს სხვა კონფესიების სალოცავებსაც, მათ შორის, მართლმადიდებელ ტაძრებს, ამარაგებს ბუნებრივი აირით, ხშირ შემთხვევაში – უფასოდ.