სალომე ზურაბიშვილი – ბოროტი და მავნებელი ქალია, რომელსაც ხელში არც თუ სახუმარო, საპრეზიდენტო ბერკეტები ჩააბარა ბიძინა ივანიშვილმა. ამ ბოროტებას “მადამ ზურაბი” პატიმართა შეწყალების დროს ავლენს ხოლმე – ეს საყოველთაოდ ცნობილია;
მაგრამ თავისი მავნე, “მენშევიკური” ხასიათი პრეზიდენტმა ზურაბიმ დიდი სამამულო ომის ხსოვნის წინააღმდეგ მიმართა, როდესაც მოითხოვა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მონუმენტის შინაარსობრივი დატვირთვის ძირეული შეცვლა.
მემარცხენე ძალებმა 9 მაისს ზურაბიშვილის მავნებლობა სწორედ ამ ნაწილში გააპროტესტეს. გულბაათ რცხილაძემ კი პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი გადასცა – რა და რატომ, იხილეთ ვიდეოზე: