გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე შეირაღებული თავდასხმისას გატაცებული მეზღვაურების გასათავისუფლებლად, რომელთა შორის 4 საქართველოს მოქალაქეა, მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩართულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც. გატაცებულთა შორის არიან მოქალაქეები ფილიპინებიდან და უკრაინიდან.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, სადაც სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა, ათი მათგანი გაიტაცეს. ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ახლოს მოხდა. როგორც უცხოურ მედიაში წერენ იყო სროლა. ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება კი ტანკერზე, კაპიტანმა შეძლო.

გატაცებულების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათი ვინაობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ავრცელებენ.

მეზღვაურების გატაცების შესახებ “კურიერს” ინფორმაცია მიაწოდა პირმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე. საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად  მსგავსი თავდასხმებისას ირთვება განგაშის სიგნალი და ახლო პერიმეტრზე მყოფი გემები მიდიან შემთხვევის ადგილზე. ერთ-ერთ ასეთ უახლოეს გემზე იმყოფებოდა ქართველი მეზღვაური, რომლის ინფორმაციითაც ადგილზე მისულებს მეზღვაურები უკვე გატაცებული დახვდათ, გემს კი სროლის კვალი ეტყობოდა.

 

წყარო: რუსთავი2.