თურქეთში კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყეს

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის პირველი და მეორე დოზა აქვთ გაკეთებული ჯანდაცვის სამინისტროს HES პროგრამის საშუალებით „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ, რითაც ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეძლებენ მოგზაურობას.

„უცხო ქვეყანაში შესვლის დროს პასპორტის მონაცემებთან ერთად წარმოდგენილი იქნება კოვიდპასპორტი.

მწვანე დოკუმენტში შეტანილი იქნება პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, სტატუსი, ვაქცინის სახელი, თარიღი და „უსაფრთხო ტურიზმის“ ლოგო.

როდესაც QR კოდი დასკანერდება, ინფორმაცია პირადობის მფლობელის ვაქცინის სტატუსის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ და თურქულ ენებზე.

ინფორმაციისთვის, თურქეთში 14,7 მილიონმა მოქალაქემ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, ხოლო 10,6 მილიონზე მეტი სრულად არის აცრილი.

 

“ალია”