როგორც ვიცით, გუშინ საღამოს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლების აქციაზე აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გიორგი ბარამიძეს ჰკითხეს, ნანობს თუ არა აფრასიძეების ოჯახზე შეტევას, ბარამიძემ კი მათ უპასუხა, რომ ის ამაყობს გმირი პოლიციელებით.
„ვამაყობ ჩემი პოლიციელებით, ვინც აფრასიძეები დააკავა, ვინც არ შეუშინდა აფრასიძეების ბანდის ტყვიებს და დააკავა ისინი. ნამდვილად ვამაყობ ჩემი გმირი პოლიციელებით“,
– განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქიქოძის ქუჩაზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩატარდა . იმ დროს, ყოფილი პრემიერი და მისი მეგობრები იქვე მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ.