მე არ მინდა, რომ ჩემი თაობის დროს დაკარგული ტერიტორია ჩემს შვილებს დარჩეთ დასაბრუნებელი, – ამის შესახებ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც ყველას ერთად გვაქვს დასაბრუნებელი.
„დღევანდელი დისკუსია ბატონ ოლეგ სენცოვთან ჩემთვის პატივია იმიტომ, რომ შედარება არ არის ჩემი მდგომარეობის მის მდგომარეობასთან. 5 წელი რუსეთის კოლონიებში ყოფნა თვენახევართან შედარებით წარმოუდგენელია, მითუმეტეს მე მაინც ასე თუ ისე, ოს ხალხთან ერთად ტყვეობის ქვეშ ვიყავი.
თუ მიაქციეთ გუშინდელ „ეხო კავკაზაში“ იყო, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის საკითხის განხილვა დროებითი დაკავების იზოლატორის შესახებ. პრინციპში, რაც მე ვილაპარაკე, ეტყობა იმანაც იმოქმედა და უკვე იქ მიდის ლაპარაკი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც ხვდება ყველა ჩვენი მოქალაქე ე.წ. საზღვრის დარღვევაზე, იქ შეიცვალოს პირობები. თუ ჩემს ამ ქმედებას თუნდაც ერთი ამ პატარა საკითხის გამოსწორება მოჰყვება, ესეც უკვე კარგია. ალბათ, ეს დისკუსია არ უნდა იყოს ერთჯერადი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
პ.ს. “გმირმა”ვაჟა ექიმმა საზღვრები არ აღიარა, მაგრამ შეწყალება სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს სთხოვა…პარადოქსია, მაგრამ მაინც…