ისრაელი ღაზაში „ჰამასზე“ თავდასხმას გააგრძელებს – ნეთანიაჰუ ბაიდენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს“, – აცხადებენ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში.