ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს“, – დაწერა ერდოღანი „ტვიტერზე“.
მისი შეფასებით, ისრაელის ქმედებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საერთაშორისო სამართალსა და ყველა ადამიანურ ღირებულებას არღვევს.
„თითოეული მუსლიმის მოვალეობაა, დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სისტემა დანგრეულია.