“ასეთი ენთუზიაზმით რომ აფრიალებთ ვაქცინაციის სურათებს და სერტიფიკატებს, თან მოწოდებებს აკეთებთ”

ერთი კითხვა მაქვს, ასეთი ენთუზიაზმით რომ აფრიალებთ ვაქცინაციის სურათებს და სერტიფიკატებს, თან მოწოდებებს აკეთებთ და თავი ყველაზე პასუხისმგებლიან ადამიანად მიგაჩნიათ, რატომ არ კეთდება ასეთი საჯარო მოწოდებები, ყველა ცნობილი და უცნობი ადამიანების მხრიდან, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოში შიმშილით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები?

თუ მარტო პრივილეგირებულები უნდა გადარჩნენ? იცით თუ არა, რომ ძლიერი იმუნური სისტემა უმკლავდება ყველა დაავადებას, სიმსივნესაც კი, აი შიმშილისგან დასუსტებული ორგანიზმი უბრალო გაციების დროსაც კი წყვეტს ფუნქციონირებას!!!!

თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მიმართეთ საქართველოსთვის უფრო მტკივნეული პრობლემის გადასაჭრელად და მოწოდებები საჯაროდ გააკეთეთ გაჭირვებული ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად…..

ვიცი ვისაც რა და როგორ შეუძლია ისე ეხმარება ვისზეც ხელი მიუწვდება, მაგრამ რატომ არ აკეთებთ საჯარო მოწოდებებს, რომ აღმოვფხვრათ შიმშილი საქართველოში ყველამ ერთად?? მართლა მაინტერესებს!!
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

Nana DS ; სოციალური ქსელი