ერდოღანი იძულებული ხდება, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი თანდათან ატყობს, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება მას არაფერ კარგს არ მოუტანს, ამიტომ თანდათან ამზადებს სიტუაციას მოლაპარაკებებისთვის.

კერძოდ, იზმირში თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მას სურს, სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი ვითარება თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილოს. ერდოღანს მოლაპარაკებებში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ჩართვაც სურს.

მანამდე ერდოღანმა უფრო გადამჭრელ ზომებს დაუჭირა მხარი იდლიბის საკითხში. შეხვედრას პუტინთან, მაკრონთან და მერკელთან კი იგი 5 მარტისათვის გეგმავს.