საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა.
შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა. პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი „ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა.
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 7 მარტს გამართავენ.