Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 161,188,567 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,347,796 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 139,017,775-ს შეადგენს.
წყარო: newposts.ge