პარტია მოქალაქეების ლიდერები არცერთ ფრაქციას არ შეუერთდებიან. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
– “კარგია, რომ პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა დღეს პარლამენტში, წარმატებას ვუსურვებ მათ საქმიანობაში. თუმცა, შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი არ ვაპირებთ რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას.
საქმიანობას განვაგრძობთ ისე როგორც აქამდე წარვმართავდით – დამოუკიდებლად, ვინაიდან ახალი რეგლამენტის თანახმად ჩვენ გვაქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ სრულფასოვნად წარვმართოთ ჩვენი სადეპუტატო საქმიანობა. ჩვენ ახლა არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა რომ გვემსახურებოდეს და არც სხვა პრივილეგიები” – განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო: itv.ge