რუსეთის მთავრობის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისა და ასპირანტებისთვის

“ნიუსფრონტი-საქართველო” ყველა მსურველს შეახსენებს, რომ 28 თებერვალს დასრულდება რეგისტრაცია რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების ყველა მსურველისათვის – საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის.

რუსეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს კვოტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა სპეციალობაზე უფასო სწავლებისათვის და (ან) სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. ამჟამად მიმდინარეობს 2020-2021 სასწავლო წლებზე რეგისტრაცია. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ https://edu.rs.gov.ru -ზე, რომელიც წარმოადგენს სპცეიალიზებულ საინფორმაციო სისტემას.

ინსტრუქციებს რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: https://future-in-russia.com/files/ru/FutureinRussia.pdf

ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, მარტის პირველ ნახევარში, შედგება გასაუბრება შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციაში, რუსეთის საელჩოს ძველ შენობაში, ჭავჭავაძის გამზირზე.

ყველა შეკითხვით მიმართეთ რუსეთის ინტერესთა სექციას, იჩქარეთ! interests.section@mid.ru