დამანახეთ ერთი კაცი ხელისუფლებაში, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად პროფესიულად აზროვნებს და მოქმედებს! – დემურ გიორხელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ე.წ. ”ლიდერები”,
მართლა ასეთი გამოთაყვანებულები არიან, თუ
დავალებას ასრულებენ?!

13 აპრილს მათი განცხადებები მიუთითებს, რომ:
(ა) აზრზე არ არიან, რა ხდება მსოფლიოში;
(ბ) არაპოლიტიკური და მარიონეტული გონების გამო,
ვერ ხვდებიან თუ რა უსაშველოდ უპერსპექტივო და დამანგრეველ პოლიტიკის დეკლარირებას ახდენენ ქვეყნისთვის;
(გ) არ იციან ძალთა რეალური განლაგება მსოფლიოს მთავარ მოთამაშეთა შორის, რომელიც აშკარად გამოკვეთილია! ეს არის სამი სახელმწიფო:
აშშ, ჩინეთი და რუსეთი!
ეს უკვე სამი პოლუსია და მთელი მსოფლიო პოლიტიკის ღერძია. ამ სამი ქვეყნის ინტერესების დაჯახების ფონზე ვითარდება მსოფლიო პოლიტიკა, სადაც ერთს, ცალკე აღებულს ნულოვანი შანსი აქვს წარმატებისა, –
ნულოვანი!
პოლიტიკური დაპირისპირების სიღრმეში ურთიერთობის გახლეჩვა და შეცდომაზე წამოგებაა, –
ახლა უკვე ცხადია ის, რაც ადრე, წლების წინ არაერთ ტელეინტერვიუში აღვნიშნე: ბრძოლა მიდის ევრაზიის კონტინენტზე თანამშრომლობისა და საღი, ინტერესების დაბალანსების წინააღმდეგ: ვიღაცას ეს ძალიან არ აწყობს, რადგან მთავრდება მისი გავლენა ამ უზარმაზარ სივრცეზე!
საქართველოს უტვინო პოლიტიკა თითქოს ევროატლანტიკურია (დეკლარაციების დონეზე),
სინამდვილეში გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ არასწორი წარმოდგენები მათ სულელურ განცხადებებს აკეთბინებს, – მათი ბოლო განცხადებები საერთოდ აცილებულია რეალობას.
დამანახეთ ერთი კაცი ხელისუფლებაში,
რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად
პროფესიულად აზროვნებს და მოქმედებს!
ერთი კაცი!
დამანახეთ ერთი კაცი, არაფორმალური სექტორიდან, რომელიც აზროვნებს და მოქმედებს პროფესიულად და პასუხისმგებლობით!
ერთი კაცი!
წინა პოსტს თუ წაიკითხავთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართველებს უდიდესი პრობლემები ექნებათ!
ამჯერად ეს იყოს!
p.s.
ამ მდგომარეობაში ”ნაცი/ქოცის” თემატიკის პედალირება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს:
ამ კრიზისულ მდგომარეობაში საქართველო დარჩენილია არაკვალიფიციური ხელისუფლების ამარა
და
ეს ხალხი აკეთებს იმას, რასაც ხედავთ:
აჩლუნგებს თავის ისედაც ჩლუბგ მხარდამჭერებს და სწირავს მათ სრული ადამიანური კრახისათვის, –
ხალხს, რომელსაც ნაცებზე ლანძღვის გარდა არაფერი შეუძლია, ფსიქიკა დაზიანებული აქვს!
ფსიქიკა!
და ეს ხელისუფლებების ხელშეწუბით მოხდა!