„კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კახა კახიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე კომენტარი გააკეთა:

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ “ქართული ოცნება” დატოვოს. თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში სხვა პარტიას არ შეუერთდება.

 

“რეზონანსი”