ისრაელის პრემიერი: ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.
“ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
– “მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაციას ახორციელებს. გრძელდება მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზე.
წყარო: itv.ge