ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს.
ამასთან, სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელმა დღეს დილით იერიში ღაზაში, „შათის“ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სახლზე მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
პალესტინელების მტკიცებით, თავდასხმის შესახებ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქების აშკელონისა და აშდოდის წინააღმდეგ ღაზადან სარაკეტო თავდასხმები დღეს დილიდან ხორციელდება.