სხალთის მთავარეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას სახალხო დამცველის აპარატსა და ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე კვლავ ისაუბრა.
სასულიერო პირის განცხადებები დღესაც შეიცავდა სიძულვილის ენას. იყო ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებიც.
“ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ერთ სიბრტყეზე აყენებენ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო?” – აცხადებს სხალთის მთავარეპისკოპოსი.
სახალხო დამცველის აპარატი სხალთის მთავარეპისკოპოსს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
მთავარეპისკოპოსი, რომელიც ბავშვებთან ომბუდსმენის აპარატს არ უშვებს, ირწმუნება, რომ არასრულწლოვნები რთულ პირობებში არ იმყოფებიან.
“რეზონანსი”