საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიოში გავლენიანი მეღვინე ლუა პასკე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ღვინის მწარმოებელია.
სტუმარმა კახეთსა და გურიაში იმოგზაურა და ვენახები, ასევე ქართული ვაზის 470 ჯიშის საკოლექციო ნარგავები დაათვალიერა.
ფრანგი მეღვინე დაინტერესებულია, ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, ერთობლივი პროექტის განხორციელებით, რომელიც ქართულ ღვინოს ყველაზე ძვირად ღირებული ევროპის ბაზარზე შესვლას და მის ათვისებას გულისხმობს.
“იმედინიუსი”